მოგესალმებით საქართველოს ბაღების შუაგულში
ადგილი, სადაც ნაყოფი იზრდება ბუნებასთან, მზრუნველ ხელებსა და ჭკვიან ტექნოლოგიებთან ჰარმონიაში
გაიგეთ მეტი
🍎 ერთი ვაშლის ისტორია
განთიადისას, მზის პირველივე სხივის გამოჩენისთანავე, სრულ სიჩუმეში ბაღი იღვიძებს.
როდესაც ფოთლებზე ნამი კიაფობს, ხელები რუდუნებით ირჩევენ მხოლოდ იმ ნაყოფს, რომელიც მოსაწყვეტად მზადაა - თითოეული ვაშლის ნაყოფი ჰომ მზრუნველობის ჩუმი აღთქმაა

AgroClub LLC-ს ხელში ბუნება და ტექნოლოგია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ნაყოფი ისვენებს, გრილდება და სუნთქავს გარემოში, სადაც მისი ყველა მახასიათებელი შენარჩუნებულია.

როგორც კი იგი თქვენს ხელში მოხვდება, ზუსტად იმავე სიკაშკაშესა და გულწრფელობას ატარებს, როგორც იმ დილით, როცა ის დაიკრიფა - ეს ჰომ შეუცდომლად ქართული გემოა.
ჩვენი ჯიშები
თითოეული ნაყოფი ბუნების ქმნილებაა, რომელიც სრულყოფილებას ზრუნვისა და პროფესიონალიზმის წყალობით აღწევს. ყოველ ჯიშს თავისი უნიკალური ხასიათი განარჩევს, თუმცა ყველა მათგანს ერთი პირობა, შეუდარებელი ხარისხი აერთიანებს.
Golden Delicious (გოლდენ დელიშესი)
– ოქროსფერი, გლუვი კანითა და თაფლისებური სიტკბოებით
Jonaprince (ჯონაპრინცი)
– სიმჟავისა და სიტკბოს იდეალური ბალანსის მქონე, სასიამოვნოდ ხრაშუნა
Red Delicious (რედ დელიშესი )
– კაშკაშა, ხრაშუნა, მზის სხივებით გაჯერებული
ჩვენ შესახებ

Agroclub Georgia LLC-ში არა მხოლოდ ვაშლს ვაწარმოებთ, არამედ სტაბილურ პროდუქციასა და პროგნოზირებად სერვისს უზრუნველვყოფთ.


ხარისხი კომპრომისის გარეშე. რუდუნებით კრეფა, წინასწარი გაციება, კონტროლირებად პირობებში შენახვა და ზედმიწევნით ფრთხილად შეფუთვა.

მკაცრი მიკვლევადობა. თითოეულ პარტიას თავისი უნიკალური კოდი და ისტორია მოჰყვება, რაც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ბაღი, თარიღი, შენახვის პარამეტრები.

▣ ახალი ვაშლი მთელი წლის განმავლობაში. ყოველ ნაბიჯზე მკაცრად გაკონტროლებული ცივად შენახვის ჯაჭვი.

სანდო მიწოდება. შეთანხმებული გრაფიკი, განსაზღვრული მახასიათებლები და სრულად გამჭვირვალე პირობები.

ჩვენი ბაღებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით, 2027 წლისთვის ჩვენი ვაშლის წლიური წარმოება 5000 ტონას გაუტოლდება.

ჩვენი ღირებულებები
საუცხოო ხარისხი თითოეულ ნაყოფში, პროცესსა და ინტერაქციაში.
გულწრფელობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა წარმოების ყოველ ნაბიჯზე.
სურსათის უვნებლობის მკაცრი კონტროლი და მიკვლევადობა - ფერმიდან სუფრამდე.
ნდობაზე დაფუძნებული, ხანგრძლივი პარტნიორობა.

ჩვენ ვქმნით სანდოობას, გემოსა და ხარისხს, რომელსაც თქვენ შეიგრძნობთ
გუნდი
გიორგი
ირაკლი
გიორგი
ხაჩიძე
ხორავა
ნასყიდაშვილი
გუნდის მენეჯმენტი
ბაღის მენეჯმენტი
მოსავლის შემდგომი მენეჯმენტი
გაიცანით Agroclub-ის გუნდი - ადამიანები, რომლებიც წარმატებას ქმნიან
დაგვიკავშირდით
ვსაუბრობთ ქართულად, ინგლისურად, გერმანულად და რუსულად
ტელეფონი: +995 596 448 800
ელ. ფოსტა: sales@agroclub.ge
სოფელი ძევერა, ცხინვალის გზატკეცილი (გორი)
Responsive Google Map